მეწარმეობის ზამთრის სკოლა

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

მიმდინარე წლის 16- 19 იანვარს ,,ეკო -Vision"-ის წევრი ეკა ხითარიშვილი მონაწილეობას იღებდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალ პროექტში- მეწარმეობის ზამთრის სკოლაში,რომლის მიზანიც იყო ცოდნის ამაღლება და ახალი გამოცდილების მიღება სამეწარმეო საქმიანობაში.

ზამთრის სკოლის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემატიკაზე:

• მეწარმეობის არსი და ფორმები;
• ბიზნეს იდეის გენერირება;
• სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვა;
• ინოვაციური საქმიანობა და ტექნოლოგიები;
• სოციალური მეწარმეობა;
• ანტრეპრენერობა ბიზნეს სამყაროში;
• წარმატებული სოციალური საწარმოების წარმატების გზა;
• სამეწარმეო სამართლის ძირითადი პრინციპები;
• სტარტაპების სპეციფიკა.

პროექტის მეორე ეტაპზე, მონაწილეები თავიანთ თემში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა ადგილობრივ ახალგაზრდებს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ჩატარდება შეხვედრები რეგიონებში სოციალური მეწარმეობისა და პროფესიული არჩევანის შესახებ.
შეხვედრის კურიკულუმი მომზადდება მონაწილეთა და სტუდენტების ჩართულობით.

Комментариев нет:

Отправить комментарий