ჯანსაღი ცხოვრების წესი

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთლობა ადამიანისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. იგი წარმოადგენს სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სწორედ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ეკო-vision -ის წევრებმა, ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, დაგეგმეს პროექტი - კვირეული ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“. პირველ თემად აირჩიეს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“. კლუბის წევრებმა ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადეს საინფორმაციო მასალა, როგორც power-point-ის, ასევე ვიდეო-რგოლის სახით. შეხვედრა, ქალაქ ვალის საზოგადოებრივ ცენტრში დაიგეგმა, მასზე დასასწრებად ქალაქ ვალის N1 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იქვნენ მოწვეული. შეხვედრა მ/წ 28 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას დასახლების მასშტაბით სამივე საჯარო სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. კლუბის წევრებმა ამომწურავად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, შეხვედრის წამყვანებს აუდიტორიისათვის ასევე მომზადებული ჰქონდათ ე.წ. ენერჯეიზერები, რითაც პროცესი უფრო სახალისო გახადეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სსსმ მოსწავლეც, რომელმაც არამხოლოდ ინტერესით მოისმინა საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია არამედ ხალისით ჩაერთო კიდეც სხვადასხვა აქტივობებში. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, რაზეც დამსწრეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი მეტყველებდა. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა ეტალონის ოფიციალურ გვერძე. გთხოვთ იხილოთ ბმული:https://www.etaloni.ge/geo/main/index/33230?fbclid=IwAR0tbWvrXB4gXOiENq4ULTObA-n0qm6iY-HeeAE-0cfgQ90Nz8Cc_lfeRHE
 
 
 
 
                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий