მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მ/წ 28 ნოემბერს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა გვანცა გოგოლაძემ სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოაწყო და მიმდინარე სასკოლო კონკურსების შესახებ ანგარიში მოისმინა. ეკო-vision"-ის ლიდერმა სკოლის ხელმძღვანელს გააცნო თვის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა "დემოკრატიის ლაბორატორიის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში სახელწოდებით" მე და კონსტიტუცია" ჩართული 2 სასკოლო გუნდის მიერ სკოლის ბაზაზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და დაიგეგმა ორგანიზაცია- "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" -ს მიერ ინიცირებულ ახალ სასკოლო კონკურსში " ეს ქვეყანა შენია -გაიზიარე პასუხიმგებლობა" მონაწილეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий