„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს"

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;

საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უმასპინძლა, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას მიეძღვნა.

კონფერენციაში განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები,  საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან განათლების სპეციალისტები და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,რომელთა სორისაც იყვნენ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი,ინგლისური ენის პედაგოგი და სკოლის ბაზაზე არსებული კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრები.
კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, გახსნა.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები სკოლებში ევროპის საბჭოს დოკუმენტის- „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" დანერგვის პრაქტიკას გაეცნენ, გამოწვევებზე, რისკებზე და სამომავლო ინიციატივებზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკა გამოიფინა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები შეჯამდა და  შემდგომი თანამშრომლობისათვის ახალი ინიციატივები დაისახა.
აღნინული ინფორმაცია ასევე  განთავსდა სხვადასხვა  საინფორმაციო ვებ-გვერძე.გთავაზობთ ბმულებს:
 
                                     

Комментариев нет:

Отправить комментарий