შეხვედრა CENN-ის კოორდინატორთან

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის, კლუბ ,,ეკო-Vision"ის ინიციატივით ,დირექციასთან შეთანხმებით აღნიშნულმა კლუბმა სკოლაში მოიწვია CENN -ის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ქალბატონი თამარ კაპანაძე. შეხვედრა ძალზე საინტერესოდ , კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმარს გააცნეს ის აქტივობები და ღონისძიებები,რომელიც  ,, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის ფარგლებში განახორციელეს და ამავდროულად გეგმავენ სამომავლოდ.  მოწვეული სტუმარი კმაყოფილი დარჩა  ,,ეკო -Vision" -ისა და სკოლის ასეთი აქტიური ჩართულობით,რისთვისაც  მისგან შექებაც დაიმსახურეს. 
  
                              

Комментариев нет:

Отправить комментарий