მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
22 მაისი — ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა აქცია ,,მე - ვრგავ ხეს",რომელიშიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული სკოლის უფროსკლასელები,მათ შორის იყო სსსსმ მოსწავლეც . მათ ნერგები ნიწასწარ შეთანხმების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღეს. აქციის მიზანი იყო სკოლის ტერიტორიის გამწვანება. მოსწავლეებმა სიმბოლურად დარგულ ხეებს საკუთარი სახელები დააწერეს.მათ შეძლებისდაგვარად გააცნობიერეს ხეების დარგვის მნიშვნელობა და მათზე ზრუნვის/მოვლის აუცილებლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий