მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
უსაფრთხო სკოლა სრულფასოვანი განვითარების საფუძველია 

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში, 2019 წლის,18-19 დეკემბერს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების კომიტეტებთან, სამოქმედო გეგმების გაწერის მიზნით.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის, სოფელ ურავლის და ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლები.
შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ნინო ყიფიანი და ლელა კლდიაშვილი.
ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანია, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კლუბ "ეკო -vision"-ის კლუბის წევრები რომლებიც აღნიშნულ კომიტეტში სკოლის მოსწავლეებს წარმოადგენენ
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა ეტალონის ოფიციალურ გვერძე.გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.etaloni.ge/geo/main/index/34049?fbclid=IwAR0hTx66xuz0M4aBtcUZ6PmAfAbXXO154oJr9_DkE9Ohp0kgAEd1WR94if4
Комментариев нет:
Отправить комментарий