მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
დღეს 13 ნოემბერს, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ციტადელზე ციხის ადმინისტრაციისა და ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: გამოწვევა სკოლებისათვის ,,ვაზიარებთ სიკეთეს“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ და გამოწვევა მიიღეს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალ სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა/ თავმჯდომარეებმა და სკოლის დირექტორებმა. დაანონსდა, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება არაერთი სამუშაო შეხვედრა და ღონისძიება, მათ შორის გარემოსდაცვითი აქტივობები ხოლო წლის ბოლოს პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოვლინდება მოძრაობის გამარჯვებული სკოლა და მიენიჭება ,,სიკეთის ელჩის“ წოდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий