მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მ/წ 27 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბ „ეკო-vision”-ის აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თემის ფარგლებში მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს. მას შემდეგ რაც ეკო მოსწავლეებმა ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს. აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კგ მაკულატურის ჩაბარება შეძლო, ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც პროცესს სხვა მასშტაბები მისცეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აქტივობის დაგეგმვიდან განხორციელებამდე, ყველა ეტაპზე და დონეზე , მასში სკოლის სსსმ მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული.
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა ,,ეტალონის" ვებ-გვერძე . გთხოვთ იხილოთ ბმული : https://www.etaloni.ge/geo/main/index/33177
Комментариев нет:
Отправить комментарий